პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრების შეწყალებისთვის წინაპირობად – აღიარება არა სამართლებრივად არის საჭირო, არამედ საჭიროა დანაშაულის პრევენციისთვის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე საჭიროა თუ არა სინანული სამართლებრივად, შეწყალებისთვის, პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნა, რომ „სამართლებრივად არ არის საჭირო“.
„სამართლებრივად [სინანული არ არის საჭირო შეწყალებისთვის] არა, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის. ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
