LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „შეთავაზება რჩება ძალაში – ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი“

113
ირაკლი კობახიძე

„კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერი – „მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ“

კობახიძის თქმით, „ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით და ცოცხალი დისკუსიით არის შესაძლებელი“.

„ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში.

ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის მსურველებს მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g