LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძეს ეტყობა ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა – ადა მარშანია

M0W2948-1514402359-1024x682 (1)

“პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო დროულად გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელით უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, –  ასე გამოეხმაურა ადა მარშანია პარლამენტში ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას . პატრიოტთა ალიანსის წევრმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ დროულად არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები.

მისივე თქმით,  „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ყველაფერს, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემცირდეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები.

„2020 წლამდე ყველაფერს გავაკეთებთ, საზოგადოებასთან ერთად, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შანსები. როდესაც თავხედი, ხულიგანი და არამართალი ადამიანი ზის, ნოტაციებს გვიკითხავდა და გვიყვიროდა, რომ მონები და სატელიტები ვართ ივანიშვილის, ვინ მოითმენდა ამას?! კიდევ კარგად მოითმინა ირმამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად არ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, მას დროულად შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, მაგრამ ეტყობა კობახიძეს ჩვენი ხელთ უნდოდა „ნაციონალების“ ცემა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

12 დეკემბერს,

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ირმა ინაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. ინაშვილის სიტყვით გამოსვლას ადგილიდან მელიას რეპლიკები მოჰყვა. ინაშვილმა ჯერ ტრიბუნიდან მიმართა ენმ-ის დეპუტატს, ბოლოს კი დარბაზში ჩავიდა.დეპუტატებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ საქმეში გასაშველებლად პარლამენტის მანდატურები ჩაერივნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები