თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუფარდა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა თავად ირაკლი ოქრუაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც ოქრუაშვილმა მისვლაზე უარი განაცხადა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი