LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი პეტრიაშვილი გერმანიაში გაფიცულ მძღოლებთან შესახვედრად გაემგზავრა

127
პეტრიაშვილი

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაფიცულ მძღოლებთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” ინფორმაციით, ისინი გაფიცულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

„უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც 200-მდე მძღოლია გაფიცული, მათ შორის, 50-მდე ქართველი. დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა. მძღოლები დაგვიკავშირდნენ ჩვენ. „საქართველოს პროფკავშირებმა“ საქმეში ჩავრთეთ ჩვენი ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის, გერმანიის და ჰოლანდიის პროფკავშირები. დაინიშნა მედიატორი. პირველ ეტაპზე, დამსაქმებელი სიტყვიერად დაჰპირდა მძღოლებს, ნამუშევრის ანაზღაურებას, თუმცა 3 დღის წინ სიტყვა გატეხა და პოლონეთიდან „შემცვლელი“ მძღოლები ჩაიყვანა და ტრაილერების წართმევა სცადა. გერმანიის პოლიციამ ყველა მათგანი დაადეპორტა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“იყო უხეში მოპყრობა… სურათი იმაზე მძიმეა, ვიდრე ვსაუბრობ” – ირაკლი პეტრიაშვილი უცხოეთში დასაქმების მიზნით წასული სტუდენტების პრობლემებზე საუბრობს

magti 5g