LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: კასიანოვის განცხადება არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია

187
ირაკლი ქადაგიშვილი

„კასიანოვის განცხადება არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია“ – ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „გმობენ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

ქადაგიშვილის განცხადებით, „კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება“.

ანდრეი კასიანოვი: „უკრაინისა და საქართველოს მტერი საერთოა.. საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა“

ანდრი კასიანოვი: „რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ“

„სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მორიგი გამიზნული პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? რა თქმა უნდა, უნდათ და, სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტის განცხადებები ახალისებს ასეთი პროვოკატორების ქმედებებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები