ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუს რადიო „თავისუფლებასთან“ ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.
როგორც ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რუხაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ხალხისა და „ქართული ოცნების“ განხეთქილების მთავარ თემაზე ორი საპირისპირო რამ თქვა.
ფსიქოლოგი ამბობს რომ აღნიშნული საკითხი რუხაძის მხრიდან დაზუსტებას საჭიროებს:
„ირაკლი რუხაძე არის ნიჭიერი და ქარიზმატული ადამიანი და ვფიქრობ, რომ მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ხალხისა და ოცნების განხეთქილების მთავარ თემაზე ორი საპირისპირო რამ თქვა ინტერვიუში და ეს განსაკუთრებით მაინტერესებდა დაეზუსტებინა:
1. საქართველოს მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს და ჩვენთან არეულობა რვა ქეყანაში პრობლემებს ნიშნავს და ამიტომ არავის აწყობს ჩვენი არევ-დარევაო
2.სავარაუდოდ ოცნებამ აგვარიდა რაღაცას, რასაც ევროპა გვაძალებდაო (აქ ომი უნდა ვიგულისხმოთ).
ხოდა, რანაირად მოდის თანხმობაში ეს ორი რამ ერთმანეთთან? მისი აზრით უფრო-უფრო რომელია სწორი? მითუმეტეს, რომ პირველი მის აზრს გამოხატავს და მეორე მისივე სიტყვებით, ვარაუდია“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.
ირაკლი რუხაძე არის ნიჭიერი და ქარიზმატული ადამიანი და ვფიქრობ, რომ მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ხალხისა…
Posted by Natia Panjikidze on სამშაბათი, 21 იანვარი, 2025