LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი წერეთელი: გამსახურდია თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩემნაირი უკომპრომისო არ ყოფილა

707
irakli wereteli

ედპ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი წერეთელი ერთ-ერთი ინტერნეტელევიზიის ეთერში ზვიად გამსახურდიაზე, 9 აპრილსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე უსაუბრა.

მან თქვა, რომ ზვიად გამსახურდიასთან ზუგდიდში შერიგდა. ასევე უპასუხა მის მოღალატეობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

“ნუ გეწყინებათ, მაგრამ ზვიად გამსახურდია, თავისუფლებისთვის ბრძოლის საკითხში ჩემნაირი უკომპრომისო არ ყოფილა და ეს გამოჩნდა 9 აპრილის დღეებში. დარბევის წინ ყველანი იქ იყვნენ, მაგრამ სიტყვით ორი ლიდერი გამოვიდა, პირველი ირაკლი წერეთელი და შემდეგ მერაბ კოსტავა. ვინმემ დაუშალა, სხვებს გამოსვლა?

ჩემი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ როდესაც, გადატრიალებამდე სამი თვით ადრე კიტოვანი შემოვიდა თბილისში, ჩვენ ერთად ვიდექით ტელევიზიასთან. იქ გავაკეთე ორი დესტრუქციული განცხადება. შემდეგ კიტოვანმა შემომთავაზა მასთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ მე კატეგორიული უარი ვუთხარი. ამიტომ 8 ოქტომბერს მე გავედი ქალაქიდან და გამსახურდიას შევუთვალე, რომ ან მოაგვარე ეს პრობლემა, ან სისხლისღვრამდე მივალთ-თქო”, – განაცხადა ირაკლი წერეთელმა.

 

https://www.youtube.com/watch?v=NZOUwd1JkNA&feature=emb_title

“როცა ბატონი ზვიადი აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში დაბრუნდა, ჩვენ ზუგდიდში საჯაროდ შევრიგდით. ამის გულისთვის თბილისში კინაღამ ჩამქოლეს.
და საერთოდ, დაპირისპირების გამო, რომელიც არსებობდა ჩემსა და ზვიად გამსახურდიას შორის, არაერთხელ გამოვთქვი სინანული. ძალიან ბევრი ხელს უწყობდა ამ დაპირისპირებას, მაგრამ დასრულდა შერიგებით,” – განაცხადა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g