LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ფაქტობრივად, მეზობელი არ დაგვრჩა, რომელიც ცეცხლის ალში არაა გახვეული, პარლამენტში კი ვსაუბრობთ იმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გავხადოთ უფრო ინტენსიური და როგორ განვავითაროთ სოფლები თუ ქალაქები“

104
ირაკლი ზარქუა

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს, მოსახლეობას ვუთხრა – დღეს თქვენ საქართველოს პარლამენტში ისმენთ კონკრეტულად ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია როგორ უნდა მოხდეს. აქ მადლობებს ვუხდით ცალკეულ სამინისტროებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, იქაურ მცხოვრებლებს სულ სხვა პრობლემა აქვთ, როგორ გადარჩნენ. ომია და ცეცხლი ჩვენი ქვეყნის სამეზობლოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, „ფაქტობრივად, საქართველოს არ დარჩა მეზობელი, რომელიც ცეცხლის ალში არ არის გახვეული“.

„დღეს ჩვენ, საქართველოში, საქართველოს პარლამენტში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ინტენსიური და როგორ განვავითაროთ ჩვენი სოფლები თუ ქალაქები. ეს არის იმ სწორი, პრაგმატული პოლიტიკის დამსახურება და ამას აფასებენ როგორც წალენჯიხაში, ისე მთელს საქართველოში. დიახ, ჩვენ ომს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ მშვიდობა. ჩვენ რადიკალიზმს უარი ვუთხარით და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ იმ დაქსაქსულობას, იმ გაურკვეველ პროპაგანდებს უარი ვუთხარით და მართლმადიდებლობას, ქართულ საქმეს ვემსახურებით.

ამიტომ ვართ უკონკურენტო ჩვენი მოსახლეობისთვის და ამას საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ადგილობრივ არჩევნებში“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g