LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანელი წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააპატიმრეს [ვიდეო]

142
collage

ირანელი წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  შემთხვევა  ქალაქ არაკში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარ შეყვარებულს ხელი თხოვა, რასაც იქ მყოფების აპლოდისმენტები მოჰყვა. გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც.

სამართალდამცველებმა დაკავების გადაწყვეტილება ისლამის წესების დარღვევის გამო მიიღეს. მათი თქმით, წყვილის საქციელი ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათი დაკავების მოთხოვნით კი  პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

BBC -ის ცნობით, წყვილი რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ  თავდებით გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები