LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანი და რუსეთი კორონავირუსის ვაქცინის საიდუმლოს მოპარვას ჰაკერული თავდასხმით ცდილობენ

147
ჰაკერულ

მსოფლიო კორონავირუსის ვაქცინის მოლოდინშია. თუმცა საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი მას ეჭვის თვალით უყურებს და ქადაგებებში აცხადებს, რომ ის ეშმაკის იარაღად იქცევა.

„შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს“ - მეუფე საბას ქადაგება

"დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს".

ირანი და რუსეთი კი ცდილობს, ბრიტანეთის უნივერსიტეტებზე ჰაკერული თავდასხმების გზით კორონავირუსის ვაქცინის საიდუმლო მოიპარონ.

ჰაკერებმა იმ სამეციერო ინსტიტუტებზე განახორციელეს თავდასხმები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.

ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა კონკრეტულ მეცნიერებსა და ექიმებზე.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ შემთხვევა საყურადღებოა და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის 24-საათიანი კონტროლი მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატს ბრიტანეთის 7 საწარმოში, ევროპაში, ინდოეთსა და ჩინეთში დაამზადებენ. 24 აპრილს კლინიკური ცდები დაიწყო, რომელიც სექტემბერში დასრულდება. თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, მასობრივი გამოყენების დაწყება დაუყოვნებლივ გახდება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, 7- უკვე ადამიანებზე ცდიან.

კორონავირუსის 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, 7-ს უკვე ადამიანებზე ცდიან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველად 16 მარტს დაიწყეს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა 16 მარტს დაიწყო, მას მოჰყვა ვაქცინის კლინიკური გამოცდა დიდ ბრიტანეთში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g