ირანში გამართულ დემონსტრაციებს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.
„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.
„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება
თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.