LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა – როდის დაკრძალავენ ებრაჰიმ რაისს

168
ირანის პრეზიდენტი

ირანში, ქალაქ თავრიზში სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, სადაც ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისისა და სხვების ცხედრებს ქუჩებში მსვლელობით აცილებენ.

გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად თავრიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. თავრიზის შემდეგ ცხედრებს რელიგიურ ქალაქ ყუმში გადაასვენებენ.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში მსვლელობა გაიმართება ირანის დედაქალაქ თეირანსა და რაისის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში. თეირანში დიდი პანაშვიდი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მას ბევრი ხალხი დაესწრება და ლოცვას უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი უხელმძღვანელებს.

ირანის პრეზიდენტს მეშჰედში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბევრმა ირანელმა, რომელიც რაისს მხარს არ უჭერდა და მის პოლიტიკას აპროტესტებდა, პრეზიდენტის გარდაცვალება სოციალურ მედიაში საზეიმოდ აღნიშნა.

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია, ცოცხალი არავინაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები