LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანული კომპანია საქართველოში 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

79

ირანული კომპანია საქართველოში 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანია Best and First Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ჰოსეინ ნესარიმ ”ფორტუნას” განუცხადა, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი პროექტის დაწყება იგეგმება.

კომპანია სხვადასხვა უბნებში უკვე ფლობს მიწის ნაკვეთებს, სადაც უახლოეს პერიოდში მინიმუმ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა დაიწყება.

ჰოსეინ ნესარის ინფორმაციით, სასტუმროები საბურთალოზე, ვაკეში, თბილისის ზღვის უბანში, კოჯორში და გარდაბანში განთავსდება.

”საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ჩვენ ყოველწლიურად ძალიან ბევრი მოგზაური ჩამოგვყავს ამ ქვეყანაში. ამიტომ მე და ჩემმა კომპანიობებმა გადავწყვიტეთ როგორც ცენტრალურ უბნებში, ასევე გარეუბნებში, რამდენიმე სასტუმრო ავაშენოთ. ამისათვის დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე დეველოპერულ კომპანიებთან”, – განაცხადა ჰოსეინ ნესარიმ.

კომპანია Best and First Georgia საქართველოში უკვე 5 წელია ოპერირებს და, ამ ეტაპზე, ტურისტულ კომპანიას ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g