LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირღვევა, თუ არა კონკურენცია ბაზარზე: საქართველოს ფოსტამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა

109
23

შპს „საქართველოს ფოსტამ“ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ მიმართა საჩივრით საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ და არა საერთაშორისო კომპანიების „TNT“-სა და „FEDEX“-ის წინააღმდეგ, როგორც ეს გაჟღერდა შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წარმომადგენლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასულ სიუჟეტში.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს უფლება  გამოიყენოს „FEDEX“-ისა და „TNT“-ს სასაქონლო ნიშნები მომხმარებლისთვის შიდა/ადგილობრივი გზავნილების მომსახურების  შეთავაზებისა და განხორციელების დროს. აღნიშნული უფლება მას აქვს მხოლოდ „FEDEX“-ის საერთაშორისო სერვისების მიწოდებისას, რაც გულისხმობს საზღვარგარეთიდან საქართველოში და საქართველოდან საზღვარგარეთ დამისამართებული გზავნილების მომსახურებას.

მნიშვნელოვანია, რომ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ გაიზიარა შპს „საქართველოს ფოსტის“ პოზიცია და დაადგინა, რომ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს „TNT“-სა და „FEDEX“-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება ადგილობრივი მომსახურების განხორციელების პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე კომპანიას დაევალა მის შესახებ ინტერნეტსივრცეში განთავსებული შეუსაბამო ინფორმაციის ჩასწორება. კერძოდ, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ არაერთ ვებ-გვერდზე არასწორად არის მოხსენიებული, როგორც „TNT“/“FEDEX“ ან „TNT GEORGIA“ ან „TNT/FEDEX’-ის წარმომადგენლობა და გამოსახულია „TNT“-ს სასაქონლო ნიშნით (მაგ. www.yell.ge, www.bia.ge, www.dressup.ge, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი). სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა“ უნდა უზრუნველყოს სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა არ მოხდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

ფაქტია, რომ მოპასუხე კომპანია ადგილობრივი/შიდა მომსახურების შეთავაზებისა და განხორციელების პროცესში საერთაშორისო ბრენდის ნიშნების უნებართვო გამოყენებით მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის, უბიძგებს გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ და ლახავს საქართველოს საფოსტო-საკურიერო ბაზარზე ოპერირებადი სხვა ეკონომიკური აგენტების ინტერესებს, რაც წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიას არ აქვს უფლება გამოიყენოს საერთაშორისო სასაქონლო ნიშნები ადგილობრივი სერვისების მიწოდებისას და მისცა მას შესასრულებლად სავალდებულო მითითება, მაგრამ არ დაადგინა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, შპს „საქართველოს ფოსტა“ დავას სასამართლოში აგრძელებს.

ინფორმაციას “საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g