LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან გატარებული ზაფხულის შემდეგ სპორტდარბაზს დაუბრუნდა

16

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა ყველასათვის ცნობილი მაისში გახდა. სამშაბათს კი, რუსი მოდელი რომანტიული არდადეგების შემდეგ  ჩვეულ ცხოვრებას  დაუბრუნდა და და კვლავ სპორტდარბაზს მიაშურა.

კომბინეზონში და სანდლებში გამოწყობილმა  29 წლის  დედოფალმა ყველა გააოცა. ირინა შესანიშნავად გამოიყურებოდა მკერდთან ოდნავ შეხსნილ ტანისამოსში, კომბინეზონი კი ასევე ხაზს უსვამდა მის შესანიშნავ გრძელ ფეხებს. მოდელის ჩაცმულობას ასევე ამშვენებდა ჰერმესის ჩანთა  და გლადიატორის სანდლები. თმა კი უბრალოდ უკან ქონდა გადაწეული და  სპორტული სათვალე ეკეთა. ნამდვილად ძნელია იყო სუპერმოდელი.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ახლახანს გაატარა რომანტიული არდადეგები იტალიაში. მანამდე კი ისინი შეყვარებულები ერთმანეთს შეხვდნენ გალა კონცერტზე მაისში. ორი თვით ადრე კი კუპერი ბრიტანელ  სუპერმოდელ 23 წლის სუკი ვოთერჰაუსს დაშორდა. თუმცა, როგორც ამბობენ, მათი დაშორებაში შეიკს არანაირი ბრალი არ მიუძღვის.