LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი საუდის არაბეთში დრესკოდს იცავს – მოდელი „მონოტის“ გრძელი შავი კაბით გამოჩნდა

360
irinasheik

საუდის არაბეთში ხმაურიანი კონოპრემიერები გრძელდება. ამჯერად საუბარია ფესტივალზე Red Sea International Film Festival, რომელმაც ვარსკვლავური სტუმრების შემადგენლობით ლამის „ოსკარს“ გაუსწრო. ფესტივალი ფილმის „სირანო“ ჩვენებით გაიხსნა, რომლის პრემიერას ირინა შეიკი დაესწრო. მას წითელ ხალიჩაზე პარტნიორობას ცნობილი პროდიუსერი მუჰამედ ალ ტურკი უწევდა.

რაც ეხება დრეს-კოდს, ირინა შეიკმა გაითვალისწინა ქვეყნის ტრადიციები და ამჯერად „მონოტის“ გრძელი შავი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. ცნობილი სუპერმოდელის ანსამბლი უჩვეულოდ სადა და დახვეწილი იყო. კაბას მან მინიმალისტური სამკაული და სადა მაკიაჟი შეუხამა.

ფოტო: ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g