ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ცნობილი Victoria’s Secret-ის შოუს შემდეგ გახდა, როდესაც პოდიუმზე შეიკის წამოზრდილი მუცელი ბევრმა შენიშნა.
ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილმა მომავალი შვილის სქესისც გაიგო, თუმცა, ბუნებრივია, მას მკაცრად ასაიდუმლოებენ. საზოგადოებისთვის მხოლოდ ის ინფორმაცია გაჟღერდა, რომ პატარა ქვეყანას ზაფხულში მოევლინება.
ორსულობის მიუხედავად, ირინა განაგრძობს აქტიურ მუშაობას და მოზაგურობას. ამის შესახებ თანხმობა მომავალმა მამამ, ბრედლი კუპერმაც გამოთქვა.