ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა, რომლებიც მიმდინარე წელს მშობლები გახდებიან, ახლობლებისა და მეგობრებისთვის წვეულება მოაწყეს, რომელიც მათ მომავალ შვილს ეძღვნება. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, სტუმრებმა მომავალ დედას უამრავი საბავშვო ნივთი უსახსოვრეს. 31 წლის მოდელი კი როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ინსაიდერის თქმით, წყვილმა უკვე იცის ბავშვის სქესი, ამიტომ საღამოს ინტერიერი შესაბამის ფერებში გააფორმეს.