LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ვერეშჩუკი: არავითარი დანებებაზე, იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება – უკრაინა მარიუპოლს არ დათმობს

517
ირინა ვერეშჩუკი

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის დანებებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება.

როგორც ვერეშჩუკი „Украинская правда“-სთან ინტერვიუში აცხადებს, მან უკვე აცნობა რუსულ მხარეს ამის შესახებ და ურჩია წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, დერეფნები გახსნან.

მარიუპოლის მერის მრჩეველი რუსეთის მოთხოვნას პასუხობს: „რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის – Х#й вам“

„ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლა შესთავაზეს,“ – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტროანდრიუშჩენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„აქ არის 8 გვერდი ისტორიაში დაბრუნებით და სხვა სისულელეებით. მათ იგივე წერილი გაუგზავნეს გაეროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და იმედი ჰქონდათ, რომ საერთაშორისო სტრუქტურები რეაგირებას მოახდენდნენ, დაიწყებდნენ ზეწოლას უკრაინაზე. ეს არ მოხდა, რადგან მათ ესმით, რომ ეს არის რუსული მანიპულაცია და ხალხის მძევლად აყვანა.

არავითარი დანებებაზე, იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: „ნაცვლად იმისა, რომ დახარჯოთ დრო 8 ფურცელზე წერილის წერაზე, გახსენით დერეფანი.“– განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინას მარიუპოლის დანებებას სთხოვს და პასუხისთვის ვადას აძლევს.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს: დაყარეთ იარაღი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g