ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამჟამინდელ სეზონზე. 3 დეკემბრის გადაცემაში მათ ორი ცეკვა შეასრულეს, ყველა წყვილის მსგავსად. პირველ ჯერზე, როგორც სხვებმა, მათაც ქართული მელოდია შეარჩიეს. გია ყანჩელის „საით მიდიხარ, ნიკოლოზ რაჭველის ვერსიით და ნატო მეტონიძის შესრულებით.
სიმღერის არჩევანმა კონტემპორარის ცეკვისას ძალიან გაამართლა. წყვილს ცეკვაში ქართული ელემენტებიც ჰქონდა ჩართული.
ცეკვა მთლიანობაში ძალიან ლამაზი გამოვიდა, ბოლოს კი ის აკრობატულმა ილეთებმა დაასრულა, რომლებიც ირინკამ და ოთომ ტექნიკურად შესანიშნავად შეასრულეს.
მიუხედავად ამისა, ჟიურის წევრების მხრიდან მათ კრიტიკა არ მოაკლდათ. როგორც გოჩა ჩერტკოევმა აღნიშნა, წყვილს შორის ერთიანობა დააკლდა, ცალ-ცალკე კი მათი ემოცია სრულიად მისაღები იყო…