ირლანდიური ქალაქი კორკი იუნესკოს პრემიის ლაურეატი გახდა, ქალაქმა ასეთი პატივი განათლების სფეროში მიღწევებისთვის დაიმსახურა. სიახლის შესახებ uil.unesco წერს.
კორკი იუნესკოს განათლებისკენ მიდრეკილი ქალაქების სიაში შედის. ამ სიაში არიან ქალაქები, სადაც თითოეულ მაცხოვრებელს, მიუხედავად ასაკისა, ჯანმრთელობისა თუ შემოსავლისა, შეუძლია თავისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და სურვილის მიხედვით ახალი საგნის შესწავლა.
იუნესკოს ქალაქები ერთმანეთს იდეების გაცვლის საშუალებას აძლევენ, ასევე ატარებენ თემატურ ღონისძიებებსაც. დღეისთვის გლობალური ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-მდე ქალაქს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროში მიღწევებისთვის პრემიას 2015 წლიდან გასცემენ.
იუნესკოს ქალაქების სიაში კი მთლიანობაში 10 ევროპული ქალაქია შესული: ლიეჟი (ბელგია), ლილი (საფრანგეთი), დრეზდენი (გერმანია), სომბატხეი (უნგრეთი), უოტერფორდი (ირლანდია), დუნდაუ (პორტუგალია), კუჟირი (რუმინეთი), გალაცი (რუმინეთი), ბრატისლავა (სლოვაკეთი), ვალესი (ესპანეთი).