LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ეზიარნენ

2575
patr

მართლმადიდბლური სამყარო წელს დიდ ხუთშაბათს განსხვავებულად აღნიშნავს.

კორონავირუსის გამო ტაძრებში მრევლის ძალიან მცირე რაოდენობა მივიდა და ეს არცაა გასაკვირი.

„იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ნუ წახვალთ ეკლესიებში”, – მოუწოდა მოსახლეობას პაატა იმნაძემ.

იმნაძის მოწოდებას დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც შეუერთდა.

ნუ წახვალთ ეკლესიაში, გვაპატიებს ღმერთი - ამირან გამყრელიძე

"ნუ გავალთ სასაფლაოებზე და ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას".

ამ მოწოდებების მიუხედავად „პატრიოტთა ალიანსმა“ დააანონსა, რომ პანდემიას არ შეუშინდებობდნენ და დიდ ხუთშაბათს, რომელსაც მორწმუნეები მოუთმენლად ელიან ხოლმე, რათა ეზიარონ, ტაძარში მაინც წავიდოდნენ.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ნათქვამი შეასრულა.

პარტიის წევრები დღეს ფერისცვალების ეკლესიაში შეიკრიბნენ. ვრცელდება კადრები, თუ როგორ ეზიარნენ პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ფერისცვალების ტაძარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g