LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ზავრადაშვილი ოპონენტებს – შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია

198
1269937145

შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგებს.

“რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ბატონო ანრი [ოხანაშვილი], ჯანდაცვის სამინისტრო 400-მდე აიპით, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სოციალურ ჯგუფებს, ჯანდაცვის სამინისტროდან წლიურად იღებს 463 მილიონს. დაახლოებით 2 მილიონამდე თანხას იგივე ორგანიზაციები იღებენ დონორებისგან. აი, ეს 400 აიპი, რომელიც პარალელურად სახელმწიფოსგან იღებს დაფინანსებას და დონორისგანაც დაფინანსებას იღებს… იყო თუ არა კომუნიკაცია მათთან და აქვთ თუ არა გათვითცნობიერებული, რომ ეს დიდი თანაფარდობა იმის საფუძველია, რომ ამდენი აპელირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვა სოციალური ჯგუფების დაფინანსების ნაწილში არანაირი საფრთხის წინაშე არ დგანან, ეს ადამიანები?“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g