LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის აფუჭებდა ლარს მიზანმიმართულად, რამდენი შეხვედრა დასჭირდა იმას, რომ დაგვერწმუნებინა ეროვნული ბანკი, ცალმხრივი ინვესტიციები დამღუპველია – ლაშა პაპაშვილი

224
ipiccy_image

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ინფლაციის საკითხზე საუბრობს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას აფასებს.

„ჩვენ ნიშნის მოგებით კი არ ველაპარაკებით ვინმეს. უბრალოდ, შარშან, შარშანწინ, თვეების განმავლობაში რამდენი მსჯელობა და შეხვედრა დასჭირდა იმას, რომ დაგვერწმუნებინა ეროვნული ბანკი, ცალმხრივი ინვესტიციები დამღუპველია ქართული ეკონომიკისთვის, ანუ ის აფუჭებდა ლარს მიზანმიმართულად და ამას არ მალავდა. ამოიღო 300 მლნ, 400 მლნ. ჩვენ კიდევ ვეუბნებოდით, არ შეიძლება, ეს არის ტოტების მტვრევასავით, ჯერ ნაყოფი მიიღე. შეგიძლია ამოიღო რეზერვების შესავსებად მცირე თანხები და არა ისე, რომ ლარზე ზემოქმედება მოახდინო. ამიტომ, აშკარაა და ნათელია, რომ არ იყო სწორი პოლიტიკა“,- აღნიშნა „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ბიზნესის შეხვედრებსაც იხსენებს. „უბრალოდ დაუჯერებელი თემაა, როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეხვედრაზე აკეთებს განცხადებას, რომ ყველაზე ცუდი, რაც მას გაუკეთებია, თავისი 7-წლიანი მმართველობის პერიოდში, საბანკო სექტორის სავალდებულო რეზერვები შევამცირე 30-დან 25-მდეო. თუ გახსოვთ, ეს იყო გახარიას პერიოდში, მთელი ბიზნესის მოთხოვნა იყო, რომ ეკონომიკაში გაეშვათ თანხა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ფუჭდებოდა ლარი მნიშვნელოვნად. გვინდოდა, რაღაც შეღავათი ყოფილიყო და „ფრეშ“ ფული გამოჩენილიყო. მთელი ბიზნესის თხოვნა რაც იყო, გააკეთა და ეს დაასახელა როგორც ყველაზე ცუდი, რაც გავაკეთეო.

ორწელიწად-ნახევრის წინ, ვეუბნებოდით მას, რომ ასეთი ქმედებით ინფლაციას ვერ დაიჭერ, პირიქით. აჰა, შედეგი სახეზეა. 14%-იანი ინფლაციაა“, – დასძინა ლაშა პაპაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g