LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის აგრესიული ხაზი, რომლის გატარებასაც “ოცნება” და ღარიბაშვილი აპირებენ, საგანგაშოა: საბა ბუაძე

87
FORTUNA.GE- (3)

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალი შემადგნლობის დამტკიცებას კენჭს უყრის, ამის პარალელურად კი საკონსტიტუციო ორგანოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციაზე იმყოფება პარტია “ლელოს” ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ის აგრესიული ხაზი, რომლის გატარებასაც მმართველი პარტია და ღარიბაშვილი აპირებს, საგანგაშოა:

“ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მოსვლა რას ნიშნავს, ეს მან თავად დაადასტურა. ის აგრესიული ხაზი, რის გატარებასაც “ქართული ოცნება” და ირაკლი ღარიბაშვილი აპირებენ, საგანგაშოა!”. – თქვა ბუაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და მოუწოდა ხელისუფლებას, არ წაიყვანოს ქვეყანა იმ გზით, საიდან ამოყვანასაც უკვე  30 წელია ცდილობენ:

“აქ დღეს აქტივისტები აქციას მართავენ, შემოვუერთდი მეც, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, განგაში იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს ღარიბაშვილი მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. შეთანხმებას, მოლაპარაკებასა და კონსენსუს ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არ უნდა წაიყვანოს ქვეყანა იმ გზით, საიდანაც 30 წელია ამოყვანას ვცდილობთ”. – თქვა საბა ბუაძემ.

ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას… მისი ბაქიბუქის არავის ეშინია: ხატია დეკანოიძე

„ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა სახიფათოა: ალეკო ელისაშვილი

არც ძლიერი მენეჯერი იყო და რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა – ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ღარიბაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g