ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ „22 წლის მკვლელი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი, სულ რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაათავისუფლეს“.
„სასტიკი ირონიაა, რომ ის იმავე საკანში იხდიდა სასჯელს 20 წლის ბიჭის მამასთან ერთად, ვისი შვილიც მოგვიანებით მისმა ხელმა იმსხვერპლა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ციხეში ყოფნისას გარდაცვლილი 20 წლის უმიდის მამა მკვლელს როგორც საკუთარ შვილს ისე ექცეოდა აჭმევდა, ეფერებოდა, ადამიანურად უდგებოდა…
ისტორია, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ ტოვებს კვალს იქ, სადაც სიკეთე იყო, ტრაგედია დაიბადა“, – წერს სამირა ბაირამოვა.
მარნეულში 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
მარნეულში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
