LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის იყო ლამაზი და საოცარი ადამიანი, რომელიც დიდებული და შთამაგონებელი ცხოვრებით ცხოვრობდა” – დონალდ ტრამპის პირველი მეუღლე გარდაიცვალა

202
დონალდი და ივანა ტრამპები

73 წლის ასაკში ივანა ტრამპი, აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი გარდაიცვალა. 

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ყოფილი ცოლი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მანჰეტენის ექიმებმა, რომლებმაც გულის გაჩერებასთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს, 73 წლის ივანა ტრამპი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ყოფილი ცოლის შესახებ დაწერა:

„ის იყო ლამაზი და საოცარი ადამიანი, რომელიც დიდებული და შთამაგონებელი ცხოვრებით ცხოვრობდა”.

ივანა დონალდ ტრამპის პირველი ცოლი იყო და მასთან სამი შვილი ჰყავდა: დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები.

 

 

ივანა ტრამპი დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში. მან კომუნისტური ბლოკის ქვეყანა 1970-იანებში დატოვა და 1977 წელს . დონალდ ტრამპი  და ივანა ტრამპი ერთმანეთს 1992 წელს დაშორდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები