რუსეთის სახალხო არტისტმა დმიტრი ნაზაროვმა, რომელიც მოსკოვის “სპარტაკის” დიდი გულშემატკივარია, ჩემპიონატის ბოლო ტურში, “დინამოსთან” ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ მადლობა პირადად ჯანო ანანიძეს გადაუხადა და ეს ტელეეთერში ქართულ ენაზე გააკეთა.
სტადიონზე მყოფმა ცნობილმა რუსმა მსახიობმა “Матч ТВ”-ს კორესპონდენტს უთხრა:
“დღევანდელ მატჩში ხმა ჩამეხლიჩა. ვყვიროდი ყოველი გოლის დროს. რაც შეეხება “სპარტაკის” თამაშს, ის ჯერ კიდევ არ არის მოსაწონი, მაგრამ გაცილებით უკეთესი ნამდვილად არის. მინდა მადლობა ვუთხრა ჯანოს.
გამოდის კაცი მოედანზე და მაშინვე ეტყობა, რომ მოთამაშეა. ის ცხოვრობს, ის მღერის, ის თავს ბრწყინვალედ გრძნობს მოედანზე…”