პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ლაზარესთან დაკავშირებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ნინო ლომჯარია ასევე წერს, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს ნამდვილად ისროლა თუ არა ლაზარემ ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი“.
„პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ,“ – წერს ნინო ლომჯარია.
ამავე თემაზე:
ხუხაშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, მან თვითონ დააყენა საკუთარი თავი კანონს მიღმა
ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება – ზუსტად ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი
კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო
„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი
„4 საათში 20 000 ლარამდე თანხა შეგროვდა… მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი“ – სალომე ბარკერი
ალუდა ღუდუშაური: „ცეცხლს ეთამაშებით! – თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ – კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“
ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“
„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს