როგორც ირკვევა, ლეონარდო დიკაპრიოს ჩაცმის სტილის შერჩევაში შეყვარებული, ვიტორია ჩერეტი ეხმარება. წყვილი ნიუ-იორკში შენიშნეს. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც კომიკოსმა, ნიკი გლეიზერმა „ოქროს გლობუსის“ სცენიდან მათი ურთიერთობა ირონიული ხუმრობის თემად აქცია.
შაბათ-კვირას წყვილი სოჰოში შოპინგზე იმყოფებოდა, სადაც დიკაპრიო ახალი გარდერობის შერჩევით იყო დაკავებული. მათ Dior-ისა და Saint Laurent-ის ბუტიკები მოინახულეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტორია თავად ტანსაცმელს არ იზომავდა, იგი ყურადღებით აკვირდებოდა ლეოს არჩევანს, ურჩევდა, რომელი სამოსი უხდებოდა ყველაზე მეტად და ფასებსაც დეტალურად ამოწმებდა.
დიკაპრიომ ათეულობით „ლუქი“ შეარჩია და ისინი მაღაზიაში დატოვა, რათა მოგვიანებით მისამართზე მიეტანათ.