ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარმა მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე, დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი მოიცვა.
ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.