LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

229
მზია ამაღლობელი

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საქმის გამომძიებელი დაიკითხა.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.

ჟურნალისტმა გამომძიებელს ჰკითხა, თუ როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა:

„შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

TrialWatch არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოჰკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ფოტო: „ბათუმელები“

magti 5g