LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე გადამიღე, მიხვდეს, რას კარგავს“ – ჯეი ლოს გაბრწყინება ბენ აფლეკის გარეშე და შავ ხელთათმანში დამალული ქორწინების ბეჭედი

5357
page

მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა ჟურნალმა, „ვოგმა“, ფრანგული მოდის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად პარიზში, „ვენდომის მოედანზე“ გლამურული ღონისძიება, Vogue World მოაწყო, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.

საღამოს ერთ-ერთი სენსაცია ჯენიფერ ლოპესის გამოჩენა გახლდათ, რომელიც წითელ ხალიჩაზე მეუღლის, ბენ აფლეკის გარეშე მივიდა.

ამ დღეს 54 წლის არტისტს კრემისფერი კაბა ამშვენებდა და არც შესანიშნავ განწყობას უჩიოდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ატარებს თუ არა ჯეი ლო კვლავ ქორწინების ბეჭედს, რადგან მას შავი ხელთათმანი ეკეთა, თუმცა აი ბენ აფლეკმა კი ის უკვე მოიხსნა.

ვიდეო: ჯეი ლოს იტალიური ვოიაჟით უკმაყოფილო ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭედს იხსნის

ჯეი ლოს გამოჩენას ტრადიციულად უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„ისე გადამიღე, მიხვდეს, რას კარგავს“, „რა მალავს ხელთათმანის მიღმა?“, „წესით საპასუხოდ ბეჭედი მასაც უნდა მოეხსნა“, „წარმოუდგენლად მშვენიერია“, – არ წყდება კომენტარები.

აი ასეთია ჯეი ლო ბენ აფლეკის გარეშე – 54 წლის არტისტის სოლო მოგზაურობა გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები