ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტების მხრიდან კვლავ მძიმედ ფასდება.
საქართველოში სადღესასწაულო პერიოდში მობილობის ზრდა ინფიცირებულთა და შესაბამიასდ ლეტალობის მაჩვნებლების ზრდას გამოიწვევს.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში მეექვსე ტალღის დაწყების საშიშროება დგას.
“მდგომარეობა არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ისე გადავალთ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაში, რომ ამას ვერც შევიტყობთ, ისე სწრაფად იქნება ამის გავრცელება. ბუსტერი, რომელიც არსებობს, ეს არის ერთადერთი დაცვის საშუალება,”- განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.
ექიმები მოსახლეობას კვლავ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
“დაინფიცირებულთა რიცხვის კლება ჯერჯერობით არ შეინიშნება. თუ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, თუ არ იქნება მომატებული და კიდევ უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი ნიღბის ტარების და თუ ვაქცინაციის პროცესი არ იქნება კიდევ უფრო მზარდი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ომიკრონის სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნას და დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შეინიშნებოდეს,” – ამბობს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.