13 წლის ლიზას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
გოგონას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ნეიროქირურგიული ოპერაცია, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქეთი ჟვანია ავრცელებს.
„ჩემო მეგობრებო ახლა ისე როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა და დახმარება.
დრო ძალიან ცოტა გვაქვს
ძვირფასო მეგობრებო,
დღეს გვინდა გაგაცნოთ 13 წლის ლიზას ისტორია, რომელსაც ახლა ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
მას სჭირდება სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. გამოვლენილია ზურგის ტვინში სითხის დაგროვება, რომლის შეკავება ვერ ხერხდება. ასევე ზურგის ტვინის ნერვული სტრუქტურები დაზიანებულია და გაჭიმულ მდგომარეობაშია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც არსებული მდგომარეობის დამძიმების, ასევე ქირურგიული ჩარევის დროს დამატებითი ნერვული დაზიანების რისკს. მიუხედავად ამისა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.
სამწუხაროდ, ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯები ძალიან მაღალია და ოჯახი ამ ტვირთს მარტო ვერ უმკლავდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება და თითოეული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ძალა ხომ ერთობაშია! თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, ჩაერთოთ და ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე.
ასევე ძალიან დაგვეხმარებით, თუ გააზიარებთ ამ ინფორმაციას — შესაძლოა, სწორედ თქვენმა გაზიარებამ მიაღწიოს იმ ადამიანამდე, ვინც შეძლებს დახმარებას.
დიდი მადლობა გულითადი თანადგომისთვის,“ – წერს ქეთი ჟვანია.
დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:
ანგარიშის ნომერი:
#GE29BG0000000814411900
#GE40TB7113245064300062
მიმღები: სოფიკო აბულაძე
