LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს აფასებს

135
ISETT

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი მყარად ინარჩუნებდა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, იზიარებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ვალდებულებებს, მაღალკვალიფიციურად უძღვებოდა ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფდა მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების როლი ქვეყნის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების განხორციელების წესში ცვლილებების შეტანამ საფრთხე შეუქმნა, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის გარეთ მის საერთაშორისო რეპუტაციას:

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების განხორციელების წესში შეტანილმა ცვლილებამ კითხვები გააჩინა ბანკის გადაწყვეტილებების პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის შესახებ.
  • მიღებული გადაწყვეტილების მიუღებლობის საფუძველზე ბანკია უმაღლესი რანგის პროფესიონალებმა, სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა თანამდებობების დატოვეს.
  • სანქციების ამოქმედების საკითხზე აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა გაუფართოვა სასამართლო სექტორს, რომლის დამოუკიდებლობის და რეფორმირების აუცილებლობის საკითხი, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ქვეყანაში მწვავედ დგას.
  • აღნიშნული ცვლილების შედეგია კომერციული საბანკო სექტორის შეშფოთება და უარყოფითი გავლენა ლარის კურსზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას შეცვლის და საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს, სასწრაფოდ გადაჭრის ბანკის შიდა პროფესიული რესურსების კრიზისის საკითხს და არ დაუშვებს თავისი და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები