LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი მაგარი მაშველი უნდა გამოვიდე…“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი პატარა კოტე ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს

729
ფორტუნა - 2023-08-07T104025.416

შოვის სტიქიას გადარჩენილი პატარა, კოტე ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს.

„ისეთი მაგარი მაშველი უნდა გამოვიდე…“, –  ამბობს გადარჩენილი ბიჭი, ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში დედა, ასევე სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე აქვეყნებს.

„სასწაულად ძლიერი და მამაცია ჩემი კონსტანტინე. ამ საშინელ სტიქიას ისე გაუძლო, რომ ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია და ერთხელაც არ დაუწუწუნია. უფალმა ყველას დაუბრუნოს საკუთარი შვილი ცოცხალი“. – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები კვლავ განაგრძობენ დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის სამუშაოებს.

შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს  საქართველოში გლოვის დღეა.

ვიდეო: “არ მელაპარაკები? მეწყინება იცოდე” – შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ 5 წლის კოტეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g