LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ბაიერნი-რეალი: ევროპაში სიკვდილის წყვილები დაჯდა

73

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილების გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

 

ბაიერნი – რეალი
ლივერპული რომა

 

პირველი ნახევარფინალური მატჩები 24 და 25 აპრილს გაიმართება, განმეორებითი თამაშები – 1 და 2 მაისს.

ფინალის ნომინალური მასპინძელი „ბაიერნი“-„რეალის“ წყვილის გამარჯვებული იქნება.

ფინალი 23 მაისს კიევშია დანიშნული.

 

 

“ბაიერნი” და “რეალი” ერთმანეთს 25-ედ და 26-ედ შეხვდებიან. ეს ევროთასების რეკორდია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება.

მიუნხენური გრანდი ზედიზედ მეექვსედ ეთამაშება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანურ გუნდს.

 

 

არადა, ყველას “რომა” უნდოდა. სხვათა შორის, იტალიელები თვითიუმორით გამოირჩნენ და წილისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარ ტვიტერზე საკუთარი თავი თავად დატროლეს:

 

ფავორიტები ფინალში არ იქნებიან

ნიონში ასევე შედგა ევროპალიგის ნახევარფინალების წილისყრა. ტურნირის ფავორიტები ერთმანეთს შეხვდნენ და „არსენალს“ და „ატლეტიკოს“ ნაადრევად მოუწევთ ერთმანეთში ძლიერის გამოვლენა.

მარსელი – ზალცბურგი

არსენალი – ატლეტიკო

 

პირველი ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 3 მაისს.

ფინალური შეხვედრის ნომინალური მასპინძელი „მარსელი“-„ზალცბურგის“ წყვილის გამარჯვებული იქნება.

ფინალი 16 მაისს ლიონში შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g