,,ლონდონის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე ყველაზე მეტად ჟურნალისტებს ჯეიმი დორნანის გამოჩენა გაუკვირდათ. საქმე იმაშია, რომ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ვარსკვლავი ამჯერად მეუღლესთან, 49 წლის ამელია უორნერთან ერთად გამოჩნდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წყვილს ერთად ვხედავთ. მეუღლები ფოტოგრაფებთან ბედნიერი სახეებით, ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ.
ჯეიმი დორნანმა ვალენტინობა ოჯახთან ერთად დისნეილენდში გაატარა (ფოტო)
მეუღლეებმა ,,ლონდონის კინოფესტივალის” ფარგლებში ახალი ფილმი „ბელფასტი“ წარადგინეს, სადაც დორნანი მთავარ როლს ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ დორნანმა და უორნერმა ერთმანეთი 8 წლის წინ გაიცნეს. ქორწინებიდან მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ.