LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი დორნანმა ვალენტინობა ოჯახთან ერთად დისნეილენდში გაატარა (ფოტო)

652

ჯეიმი დორნანმა გრეის შესახებ გადაღებული მესამე ფილმის სარეკლამო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. ამჯერად მსახიობი თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს. დორნანი ფოტოგრაფებმა დისნეილენდში მაშინ დააფიქსირეს, როცა ის მეუღლესთან და 4 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. ვალენტინობის დღეს დორნანმა არჩევანი სპორტულ სტილზე გააკეთა, ის სპორტულ მაისურსა და შორტებში იყო გამოწყობილი. ასევე ჯინსის შორტებსა და ჟაკეტზე გააკეტა აქცენტი მსახიობის მეუღლემ, ამელია ვორნერმა. წყვილის 4 წლის ქალიშვილის, დულსის სახე ფოტოებზე დაფარულია, რადგან მისი გადაღების უფლება პაპარაცებს არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი დორნანი და ამელია ვორნერი 2013 წელს დაქორწინდნენ. მიუხედავად „გრეის 50 ელფერის“ წარმატებისა, ამელიას მეუღლის არც ერთი ფილმი ნანახი არ აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები