LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისი პარიმ“ Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტი წარადგინა

180
sephora

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელმა „ისი პარი“ იაპონური ესთეტიკისა და სილამაზის გამომხატველი ბრენდის Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტის Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate პრეზენტაცია გამართა.

იაპონური კულტურით შთაგონებული საღამო მედიის, პრესისა და ინფლუენსერებისთვის რესტორან „ფუნიკულიორის“ წვეულებათა დარბაზში გაიმართა.

პრეზენტაცია მთლიანად ბრენდისა და პროდუქტის კონცეფციით იყო შთაგონებული. მიღება სასიამოვნო მუსიკით, კოქტეილებით და ნეონებით განათებულ ბანერთან ფოტოსესიით დაიწყო. მოსულ სტუმრებს ულამაზესი ნატვრის ხე დახვდათ, რომელზეც ტკბილეულის ყუთები იყო ჩამოკიდებული – თითოეულ მათგანს ტკბილეული უნდა ჩამოეხსნა და მის ნაცვლად საკუთარი საახალწლო სურვილი ჩამოეკიდებინა.

ჯადოსნობით და იაპონური სულით გაჯერებული საღამო ღამის ახალი შრატის პრეზენტაციით გაგრძელდა, რომელსაც „ისი პარის“ პიარისა და კონტენტის მენეჯერი ლინა ქალდანი წარუძღვა.

ბრენდის ისტორიის მოსმენის შემდეგ სტუმრებს სიურპრიზი ელოდათ – პროდუქტი ამიერკავკასიაში Shiseido-ს ტრეინინგ მენეჯერმა მაია მოშიაშვილმა წარადგინა.

პროდუქტის გაცნობის შემდეგ, სახალისო გათამაშება გაიმართა – ბრენდის შესახებ რამდენიმე კითხვაზე სწორი პასუხის მქონე ხუთ სტუმარს საჩუქრები გადაეცათ. პრეზენტაცია სენტიმენტალური და მრავლისმეტყველი ვიდეოთი დასრულდა.

იაპონური კერძების, ნუგბარისა და სასმლის დაგემოვნების შემდეგ თითქოს საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, რომ გასაოცარი იაპონური ცეკვა დაიწყო, რომელმაც სრულად წარმოაჩინა იაპონიის კულტურის სილამაზე. საღამო სტუმრებისთვის ბრენდის არაჩვეულებრივი საჩუქრების გადაცემითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Shiseido LiftDefine Radiance Night Concentrate

ახალი შრატი, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა და გააძლიერა Vital Perfection-ის ხაზი და რომელთან ერთადაც ისურვებდა დაძინებას თითოეული ქალბატონი.  პროდუქტი, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის კანის მოდუნებას ღამის პერიოდში და აქვს გრავიტაციის საწინააღმდეგო მოქმედება. Shiseido-ს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კანს გააჩნია ბუნებრივი ანტიგრავიტაციული სისტემა, ერთგვარი „დინამიკური ქამარი“(Dynamic Belt), რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კარგავს სიმკვრივეს და იწვევს კანის მოდუნებას. ეს აღმოჩენა 2020 წელს მსოფლიოს კოსმეტიკის საერთაშორისო კონგრესზე დაჯილდოვდა. Shiseido-ს ლაბორატორიაში შემუშავებული ახალი ტექნოლოგია LiftDynamic 4D მიზანმიმართულად მუშაობს ანტიგრავიტაციული სისტემის გაძლიერებაზე.

ახალი შრატი გათვლილია იმ ქალბატონებზე, ვინც ეძებს  კანის მოვლის პროდუქტს ლიფტინგისა და გამამკვრივებელი ეფექტით; ვისაც სურს მიიღოს თვალსაჩინო ეფექტი – ელასტიკური, გამკვრივებული კანი და მეტად გაამრავალფეროვნოს ღამის მოვლის რუტინა. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ახალი შრატი ხვეწს ღაწვებს და ასწორებს ნიკაპის ხაზებს სულ რაღაც 2 კვირაში. პროდუქტის მოქმედება სპეციალური ღამის გამამკვრივებელი მასაჟის მეშვეობით ძლიერდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები