LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისიც არ იცი, რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია” – გიორგი შაქარაშვილის და მსჯავრდებულის დედას პასუხობს

2886
BeFunky-collage (14)

გუშინ, 16 მარტს გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ზ.ხ და ა.ქ. ბრალს არ აღიარებენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა – საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს“.

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა, აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა – მსჯავრებულის დედა

არასრულწლოვანი ა.ქ.-ს დედის, ნინო ქვრივიშვილის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი.

„შე ძონძო! ისიც არ იცი რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია, ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ამ სიტყვებს, ალბათ, შენ ამბობ არაფხიზელ მდგომარეობაში, მსგავსი განცხადებების გაკეთებას სჯობს რომ საქმის მასალებს კარგად გაეცნო.

შენ როგორც ჩემი ძმა, ისე საკუთარი მკვლელი შვილი არ გცნობია კარგად“,- წერს შაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g