LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი არ დაისჯებიან – არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი შვილის მკვლელებზე

66
არჩილ ტატუნაშვილის მამა

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი შვილის დაბადების დღეზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც ის აცხადებს, არ აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, რადგან საქართველოს ხელისუფლება რუსი ოკუპანტების მიმართ ლმობიერია.

“უნდა გააკეთოს რუსეთმა მაგრამ, რუსეთი მაგის გამკეთებელი არ არიოს, რომ გადმოსცეს ქართულ მხარეს არჩილ ტატუანაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისჯებიან. იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ. როგორ შეიძლება ასეთი ლმობიერება ოკუპანტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლება, რომ ლმობიერი არ იყოს ოკუპანტების მიმართ,აქამდე ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები არ იქნებოდნენ”, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ, ეს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა – ვაჟა გაფრინდაშვილი

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. დოკუმენტი აწესებს შავ სიას იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.

magti 5g