LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ – შონ პენი უკრაინაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს

215
page

შონ პენი რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან აშშ-ში დაბრუნდა და „სი ენ ენის“ ეთერში, ანდერსონ კუპერს საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

შონ პენი აშშ-სგან და პოლონეთისგან უკრაინაში ვერტმფრენების გაგზავნას ითხოვს – მსახიობის უახლესი პოსტი „ტვიტერზე“

ფოტო/ვიდეო: „მანქანა დავტოვეთ და კილომეტრები ფეხით ვიარეთ, გზაში გამოქცეული ქალები და ბავშვები მხვდებოდნენ, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ“ – რას ჰყვება შონ პენი ცხელი ზონიდან

მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაციამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ის ძალიან ღელავს უკრაინის გამო, არ ვიცი, იცოდა თუ არა მან, რომ ამისთვის იყო დაბადებული, მან გააერთიანა მთელი უკრაინა. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ , – განაცხადა პენმა.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები