3 დეკემბერს, უკრაინაში 5 ქართველი ჯარისკაცის გმირულად დაღუპვას, პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ზე ეხმიანება. როგორც გიორგი გახარია წერს, „ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს მთავრობა“.
„რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია … 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, – წერს გახარია.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Rurua,Kvaratskhelia,Pichkhaia, Aladashvili,Markelia… latest of 33 fallen heroes of ?? killed in Bakhmut ??by our common enemy in defense of common freedom.They represent Georgian people and its unyielding spirit, not the current Vichy government of Georgia #glorytoheroes
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 4, 2022
ამავე თემაზე:
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი
მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს