დღეს საღამოს თბილისის მეტროპოლიტენში პირველ ხაზზე მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.
ტექნიკური შეფერხება 22:00 საათისთვის დაფიქსირდა. მატარებლები მოძრაობდნენ ისნიდან სამასი არაგველის მიმართულებით.
მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხება მატარებლის ძრავის გადახურებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ეს შემადგნელობა გასაჩერებელ ჩიხში გადაიყვანეს და პირველ ხაზზე შეფერხება სწორედ ამან გამოიწვია.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის ძრავის გადახურება.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ.