LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

2651
2026-03-06_01-43-11_480134

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.

„ჩვენ ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადავდივართ. წინ დამატებითი სიურპრიზები გველის, რომელთა გამჟღავნებასაც არ ვაპირებ“, – განაცხადა ზამირმა ვიდეო მიმართვაში.

აქვე მან პირობა დადო, რომ ისრაელი „არ დანებდება ჰეზბოლას განიარაღების მიზანს“.

„მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს წინსვლა და საზღვრის გასწვრივ კონტროლის ხაზის გაღრმავება, სამხრეთ ლიბანის საკვანძო წერტილებში პოზიციების განლაგების პარალელურად“, – აღნიშნა ზამირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g