ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შეტაკების დროს რამდენიმე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს. ამავე ცნობებით, არიან დაჭრილებიც.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კიდევ რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი დაიღუპა სხვა ახლომდებარე ბრძოლებში.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ძალებმა უბრძანეს საჰაერო ძალებს, განეხორციელებინათ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმები „ჰამასის“ ორ ობიექტზე.