LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა უცხოელების შესვლა აკრძალა – ახალი წესები, რომლებიც ქვეყანაში იმოქმედებს

386
Capture

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა „ომიკრონ“ შტამი უფრო მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით, თუმცა მანამდე „კოვიდ-19“-ის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა  2 კვირით უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

უცხოეთიდან ჩამოსული ისრაელის ყველა მოქალაქისთვის კი, სულ მცირე, სამდღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.

პრევენციის მიზნით იმოქმედებს ახალი წესები, კერძოდ:

  • ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ
  • ისინი აეროპორტიდან სახლში კერძო ავტომობილით ან ტაქსით უნდა წავიდნენ

ამასთან, ქვეყანაში დაბრუნებულმა ისრაელის მოქალაქემ „პისიარ“ ტესტი აეროპორტში უნდა გაიკეთოს და კარანტინში წავიდეს, სამი დღის შემდეგ კი „პისიარ“ ტესტი მეორედ უნდა გაიკეთოს. ორჯერ უარყოფითი პასუხი მოქალაქეებს კარანტინიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ის ადამიანები კი, რომლებიც მეორე ტესტს არ გაიკეთებენ, კარანტინში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

ისრაელში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.

ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. ორი კვირით ქვეყნის ჩაკეტვამდე ისრაელმა აფრიკის 50 ქვეყანა წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები